ჩვენთან მუშაობენ

ჩვენთან მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური აღმზრდელები და ძიძები, რომლებსაც ხელმძღვანელობას უწევენ ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ექპერტები, ფსიქოლოგები და პედაგოგები. აღმზრდელები პერიოდულად გადიან მასტერკლასებს და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.

ბავშვები ჩვენს ბაღში სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს. ბაღში ასევე მუშაობს პედიატრი, ხოლოსაბავშვო მენიუ შედგენილია გამოცდილი საბავშვო დიეტოლოგების მიერ, რომლებიც ითვალისწინებენ ბავშვის ინდივიდუალ თავისებურებებს.

გარდა აღმზრდელებისა და პედაგოგებისა, ბავშვებთან მუშაობენ ბასტი ბუბუს განმავითარებელი მუსიკალური პროგრამით ბაბილინა და გიო, მოდიან ასევე საინტერესო და სახალისო სტუმრები.

 

პაატა ამონაშვილი - სამეცნიერო ხელმძღვანელი

განათლებით ფსიქოლოგი, ბატონი პაატა, უკვე მრავალი წელია მუშაობს ბავშვებთან და ბავშვებისთვის. ის გახლავთ “ბასტი-ბუბუ” სტუდიის დირექტორი, “ბასტი-ბუბუ” საბავშვო ბაღის სამეცნიერო ხელმძღვანელი და ასევე ჰუმანური პედაგოგიკის საეთაშორისო ცენტრების გაერთიანების პრეზიდენტი. ის ასევე გახლავთ მწერალი, რომელსაც დაწერილი და გამოცემული აქვს რამოდენიმე საბავშვო და არასაბავშვო რომანი. პაატა გახლავთ “ბასტი-ბუბუს” საბავშვო ბაღის პროგრამის თანაავტორი და ჩვენი აღმზრდელების დიდი “მასწავლებელი”.

 

 

 


 

ემა თორია - ფსიქოლოგი

განათლებით ფსიქოლოგი, 1990 წელს დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკვე მრავალი წელია მუშაობს ფსიქოლოგად ბასტი-ბუბუში. თვითონ ამბობს, რომ უყვარს თავისი პროფესია, რაც მას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

“სასიამოვნოა, როდესაც აცნობიერებ, რომ მნიშვნელოვნად კეთილ საქმეს აკეთებ - ეხმარები ბავშვებს იყვნენ უფრო ბედნიერები, ლაღები და მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ გარემოს”.

 

 

 


 

თამრიკო აზარიაშვილი - ბაღის გამგე

 

ქალბატონი თამრიკო უკვე 40 წელია რაც საგანმანათლებლო სფეროში მუშაობს. 2012 წლიდან არის “ბასტი-ბუბუს” საბავშვო ბაღის გამგე. თვითონ ამბობს, რომ ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობა ანიჭებს დიდ სიამოვნებას.

ვიქნები ბედნიერი, თუ მომავალში, ჩვენთან გაზრდილი ბავშვები იამაყებენ იმით, რომ დადიოდნენ “ბასტი-ბუბუს” საბავშვო ბაღში.”

 

 

 


ნინო მოდებაძე - რუსულ ენოვანი აღმზრდელი

დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი - რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი. 17 წელია რაც მუშაობს ბავშვებთან. თვითონ ამბობს, რომ ბავშვობიდან უნდოდა პედაგოგობა და ბედნიერია საკუთარი პროფესიით.

“ბასტი-ბუბუს ბაღში მთელი კოლექტივი დიდი ინტერესით თითოეული ბავშვის განვითარების პროცესს, ვხარობთ მათი მიღწევებით, ერთად ვგეგმავთ მომავალი მეცადინეობების თემატიკას და მეთოდებს. ყოველდღე ვრწმუნდები იმაში, რომ ჩვენი საბავშვო ბაღის მსგავსი ატმოსფერო არსად არ სუფევს, არსად ასე არ ფიქრობენ და ზრუნავენ ბავშვების განვითარებაზე, განწყობაზე და მათ მომავალზე, როგორც ჩვენთან - “ბასტი-ბუბუს” საბავშვო ბაღში.”

 

 

 


 

 

 

ნატო გოგიჩაიშვილი - ინგლისურ ენოვანი აღმზრდელი

პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი, უკვე 12 წელია რაც ბავშვებთან მუშაობს. თვითონ ამბობს, რომ ძალიან უყვარს პატარები და სიამოვნებს მათთან მუშაობა.

“ძალიან მიყვარს პატარები. ინგლისურს ვსწავლობთ თამაშით და სიმღერით. ვსაუბრობ მათთან ინგლისურად და ისინიც ხალისით სწავლობენ ახალ ენას. ყველა ბავშვს ვუსურვებ ბედნიერ და ლაღ ბავშვობას, ისეთი როგორიც ჩვენს ბაღშია.”

 

 

 

 


 

 

შორენა ჩქარეული - აღმზრდელი

აქვს 20 წლიანი გამოცდილება ბავშვეთან მუშაობის. ამბობს, რომ რაც გაეცნო ჰუმანურ პედაგოგიკას, სულ სხვა თვალით შეხედა ბავშვს და ბავშვის აღზრდის პროცესს.

“ბასტი-ბუბუს ბაღში ვიგრძენი თბილი და სასიამოვნო დამოკიდებულება. ბავშვების მიმართ ვართ ლმობიერები, მზრუნველები და მეგობრულები. ვასწავლით ბავშვებს მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს. “ბასტი-ბუბუს” საბავშვო ბაღი არის ჩემთვის მეორე ოჯახი, სადაც მეგულებიან ჩმეთვის საყვარელი ბავშვები და თანამშრომლები.”

 

 

 


 

ნინო კევლიშვილი - აღმზრდელი

ნინოს აქვს გამოცდილება მუშაობის როგორც სხვადასხვა საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. ჩვენს ბაღში 2013 წლიდან მუშაობს და ამბობს, რომ აქ სუ სხვა გარემოა.

“ბასტი-ბუბუს ბაღში რომ მოვედი მაშინვე მივხვდი, რომ აქ განსხვავებული სითბო, სიხარული და ჟრიამული იყო. ჰუმანური პედაგოგიკისა და თამაშით ჩატარებული გაკვეთილების დახმარებით, ბავშვების ინტელექტი საოცარი სისწრაფით ვითარდება”.

 

 

 


ანა კილაძე - აღმზრდელი

ანი ახალგაზრდა და ენერგიული აღმზრდელია. ბავშვებთან 2 წელია რაც მუშაობს, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება დააგროვა. გაიარა ჰუმანური პედაგოგიკის კურსები და შეისწავლა აღზრდის მეთოდები და ბავშვის ფსიქოლოგია.

“ჩვენს პროფესიაში ბავშვების სიყვარული მთავარია. აუცილებელია კარგად ვიცოდეთ მათი ფსიქოლოგია, თუ როგორ უნდა მივუდგეთ მათ ამა თუ იმ სიტუაციაში, თანაც ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. აქ ძალიან მშვიდი გარემოა. სასწავლო პროცესი ძალიან სასიამოვნოა, როგორც ბავშვებითვის, ასევე ჩვენთვის, პედაგოგებისთვის.”

 

 

 


 

 

 

ლალი ქოიავა - აღმზრდელი

1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, სკოლამდე აღზრდის, პედაგოგიკის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.2004 წლიდან მუშაობს საბავშვო ბაღში აღმზრდელად. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც გაიარა ჰუმანური პედაგოგიკის კურსი, მისი მეცადინეობები ბევრად მხიარული და საინტერესო გახდა.

“ჩვენს ბაღში ბავშვები და პედაგოგები ერთად ვცხოვრობთ, ვხალისობთ, ვსწავლობთ თამაშით და ვიზრდებით.”

 

 

 

 

 


 

მარიკა ხიზანიშვილი - აღმზრდელი

10 წელია რაც მუშაობს ბავშვებთან. 2013 წლიდან მუშაობს “ბასტი ბუბუს” საბავშვო ბაღში და ამბობს, რომ ძალიან ბედნიერი.

“ყველა ბავშვი განსხვავებულია, მაგრამ ერთი რამ მაინც აერთიანებთ - განსაკუთრებული სიყვარული იმ ხალხის მიმართ, რომლებისგანაც სითბოს და მზრუნველობას გრძნობენ. ბასტი ბუბუს ბაღი სწორედ ასეთი ურთიერთობის ერთობლიობაა, ამისათვის ყველაფერს აკეთებს მთელი ჩვენი გუნდი. და მეც, როგორც ბასტი ბუბუს ბაღის გუნდის წევრი, ვცდილობ ყოველ დღე მაქსიმალურად გავულამაზო ჩვენს პატარებს.”

 

 

 


 

 

ქეთი კურცხალია - აღმზრდელი

პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი, ქეთი უკვე 13 წელია რაც ბავშვებთან მუშაობს, ჯერ გერმანულის მასწავლებლად, ხოლო ახლა აღმზრდელად ჩვენს ბაღში.

“ჩვენი ბავშვებისადმი ურთიერთობა სიყვარულით, სიკეთით და სითბოთია სავსე. ჩვენს ბაღში ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოხატვას, რაც ხელს უწყობს სოციალური და ემოციური კომპეტენტურობის ზრდას.”

 

 

 

 

 

 


ჩვენს მასწავლებლებს ბავშვების აღზრდაში ეხმარებიან ყველაზე საყვარელი ძიძები:

ეკა ლომიძე, მანანა მეგრელიშვილი, მანანა ბალარჯიშვილი, თამარ ხუროშვილი, ლელა მემარნიშვილი და ლელა ბოჭორიშვილი.

 


 

 

ზურა კუპრაძე - ფოტოგრაგი

ზურა უკვე დიდი ხანია ფოტოგრაფად მუშაობს ბასტი-ბუბუს სტუდიაში. ამჟამად ზურა გვეხმარება, რომ ფოტოზე აღვბეჭდოთ ჩვები ბაღის ბავშვების განსაკუთრებული და განუმეორებელი მომენტები.

 

 

 

 

 


ჩვენი ბაღის სისუფთავეზე ზრუნავენ მშვენიერი:

ნინო გაბისონია და მთვარისა ფხალაძე

 


ჩვენი ბავშვების ჯანსაღ კვებაზე ზრუნავენ:

ქეთი ნადირაძე და ზინა ალიხანაშვილი